თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის და ნადიმ ხმალაძის პროცესები მიმდინარეობს

27.03.23 13:29
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის და ნადიმ ხმალაძის პროცესები მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის პროცესი მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციებში მონაწილეობას ედავება. ამტკიცებენ, რომ მუმლაძემ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა და პოლიციას არ  დაემორჩილა.

პროცესზე ბრალდების მხარემ ის მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც საქმის მიმდინარეობისაბს არის მოპოვებული. სწორედ ამ მტკიცებულებეის განხილვს დროს დარბაზში ვიტარეა რამდენჯერმე დაიძაბა.

გიორგი მუმლაძე პირდაპირ ამბოლბს, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ადმაიანები რუსული რეჟმის მსხვერპლია. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ პოზიტიური განაჩენის მოლოდინი არ აქვს. 

7-8 მარტს დაკავებული ადამიანები თავიდან ბოლომდე არიან რუსული რეჟიმის მსხვერპლი, იმიტომ, რომ ისინი დასაჯა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთის, რომ ჩვენ ვაპროტესტებდით რუსეთიზაციას და ბუნებრივია, შეუძლებელია, მქონდეს რამე პოზიტიური მოლოდინი. შეასრულებს მოსამართლე დავალებას, რასაც გასცემს „ქართული ოცნება“, - ამბობს მუმლაძე.

მუმლაძის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში ნადიმ ხმალაძის პროცესი მიმდნარეობს. ქართელი მებრძოლი ამბობს, რომ მისი საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი.

დამაკავეს 8-ში არა აქციაზე, არამედ ქუჩაში, ჩვეულებრივად, გალერეის წინ, სადაც არც აქცია იყო არაფერი, უბრალოდ ყავა დავლიე და გამოვედი. რა მოლოდინი მაქვს? ალბათ ამათ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ. სტანდარტული გადაწყვეტილება აქვთ მიღებული ყველას მიმართ და თუ ის გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რაც დავალება აქვთ, ალბათ იგივეს, რასაც ყველას. ან არ ვიცი, შეიძლება განსხვავებულიც, მე ხომ "აბრამსები" ჩამომიტანია, - ამბობს ნადიმ ხმალაძე.