ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
„წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს მიხეილ სააკაშვილი დღეს ჯერ არ უნახავთ. გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებითაც მიხეილ არაფერი უთქვამს"- ამის შესახებ ჟურმალისტებს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალაანიამ განუვცადა.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალასანია ამბობს, რომ მისი ვარაუდით, მესამე პრეზიდენტი კიდევ უფრო დაკლებულია.
ექიმები არ მინახავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია. უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია. “ვივამედის” ექიმები ამბობენ, რომ მიშა მათ არ ემორჩილება, რადგან რაღაც გამართლება სჭირდებათ. აქედან იწყება უბედურება. განათლების პრობლემა არ არის, ეს არის ბრძანება, რომელსაც ემორჩილებიან.
სტრასბურგის სასამართლოში შესატანი სარჩელი დიდი ხანია მზად არის, მაგრამ კონკრეტული მოლოდინი არ მაქვს. მე რომ მკითხოთ, მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა”, - განაცხადა გიული ალასანიამ.