საზოგადოება ზურაბიშვილისგან არა შეფასებებს, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს - ანა წითლიძე

27.03.23 13:31
საზოგადოება ზურაბიშვილისგან არა შეფასებებს, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს - ანა წითლიძე

დეოლიგარქიზაციის კანონზე ოპოზიცია არა მხოლოდ ვეტოს, არამედ უფრო მკაცრი ბერკეტების გამოყენებას ელოდება. დეპუტატებს აქვთ მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი პოლიტტპატიმრებს ციხეებიდან გამოუშვებს.

ენს-ს წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ საზოგადოება ზურაბიშვილისგან არა შეფასებებს, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტისგან ელიან არა ექსპერტულ შეფასებას ამ საკითებზე, არამედ ელიან კონკრეტული ნაბიჯებისა და ბერკეტების გამოყენებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აქვს. პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპულ კურსს ემუქრება საფრთხე, მაგრამ მას აქვს ბერკეტი, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე შეუნარჩუნოს ამ ქვეყანას სახე და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები- პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებები არ დარჩეს მხოლოდ განცხადებებად და ამას მოჰყვეს კონკრეტული ქმედით ნაბიჯები," - ამბობს ანი წითლიძე.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნებიდან" სალომე ზურაბიშვილისთვის ამ დრომდე არავის უპასუხია. დილიდან მმართველი გუნდი დუმილის რეჟიმშია. პრეზიდენტის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა პრემიერ-მინისტრმაც.