ევროპული კომიტეტის წევრები მისიის შესრულებისას საქართველოს ხელისუფლებისთვის სახარბიელოს ვერაფერს ნახავენ - თუთბერიძე

27.03.23 13:59
ევროპული კომიტეტის წევრები მისიის შესრულებისას საქართველოს ხელისუფლებისთვის სახარბიელოს ვერაფერს ნახავენ - თუთბერიძე

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმებსა და ადმინისტრაციას ხვდებიან.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს,  მნიშვნელოვანია, რა დასკვნას დადებს ევროპული კომიტეტი. 

მისივე თმით, ევროპული კომიტეტის შეფასება გამოააშკარავებს იმ ფაქტს, რომ არც ქვეყნისთვის და არც ხელისუფლებისთვის სახარბიელო პროცესები არ მიმდინარეობს.

ეს ადამიანები ჩემი აზრით მოამზადებენ გარკვეულ შეფასებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი ფუნდამენტი, რაზე დაყრდნობითაც უნდა ჩამოყალიბდეს, ფორმირდეს ზოგადად ევროპული შეხედულება საქართველოზე, მათ შორის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულება რამდენად სწორად მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ეს ბატონები ამ მისიის შესრულების დროს სახარბიელოს საქართველოს ხელისუფლებისთვის და სამწუხაროდ სახელმწიფოსთვის ვერაფერს ნახავენ, ამიტომ მათი დასკვნა იქნება საკმაოდ მკაცრი." - ამბობს შოთა თუთბერიძე.