ქვის ხანაში არ ვცხოვრობთ - ალასანია "ოცნების" შეტევას პასუხობს
მიხეილ სააკაშვილის დედა ხელისუფლების შეტევის არ უკვირს - გიული ალასანია "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართული ოცნება" გაბრაზებულია, რადგან ნორვეგიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააჯილდოვეს.
პრეზიდენტის დედა მმართელი პარტიის ლიდერებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს "სადისტს" ეძახის ახსენებს, რომ "ქვის ხანაში აღარ ცხოვრობენ და ყველამ ყველაფერი კარეგად იცის.
"ბუნებრივია, გაბრაზდებოდნენ, რადგან მათი პოლიტიკური ორიენტაცია სრულიად განსხვავებულია. ეს ხალხი კი სულ სხვა გზაზე დგას"- თქვა ალასნიამ.
საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს "სადისტს" უწოდებს. თეა წულუკიანმა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოს "სამარცხვინო" ეძახა.
იგივე გაიმეორა ირაკლი ღარიბაშვილმაც - პრემიერის თქმით, მისთვის სააკაშვილის დაჯილდოვება "იგივეა, ბრეივიკს რომ მისცენ ჯილდო".