"არ მეხება, არ მაინტერესებს" - რას ამბობენ რამიშვილის თანამშრომლები სექსუალურ შევიწროვებაზე

27.03.23 15:37
"არ მეხება, არ მაინტერესებს" - რას ამბობენ რამიშვილის თანამშრომლები სექსუალურ შევიწროვებაზე

სამთავრობო პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის თანამშრომლები "პოსტ ტვ"-ის ხელმძღვანელის მხრიდან ქალებზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების თემაზე საუბარს გაურბიან. მომღერალი და ტელეწამყვანი ირმა სოხაძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი მას არ ეხება და არ აინტერესებს.

კიდევ ერთი ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია კი ამბობს,რ ომ შალვა რამიშვილი მისთვის მისაღები ადამიანია და მასტან მუშაობა უხერხულოაბს არ უქმნის. 

არ ვიზიარებ აზრს, რომ შალვას მსხვერპლი და ძალადობის მსხვერპლია ვინმ ანუ მე ვთლი, რომ ... არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მე მსგავსი შემტხვევა არ მქონია მასტან არასდროს. ანანიც საკმაოდ ისე, ფლირტის დონეზე აჰყვა და იყო რაღაცა ისეთი საუბარი, თითქოს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის. ძალადობის ნიშნები ვერ ამოვიკითხე მაგ საუბარში, რაც მოვისმინე. თუ რაღაც ფორსმაჟორული სიტუაციაა, პირველ რიგშ, მივდივართ, შალვას ვეუბნებით და ვიცით, რომ მივიღებთ რჩევასაც, დახმარებასაც და შესაბამისად, როცა ადამიანს კარგად იცნობ და გეიმედება და პირიქით, ჯანსაღი ურთიერთობაა, არანაირ უხერხულობას არ მიქმნის არც დღეს მუსაობა, არც წარსულში მიქმნიდა და ჩემთვის არის ძალიან მსიაღები ადამიანი, - ამბობს მერიკო კარტოზია.