"ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ქალი კბილებამდე შეიარაღებულია" - წულუკიანი სამხარაძეზე

27.03.23 15:55
"ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ქალი კბილებამდე შეიარაღებულია" -  წულუკიანი სამხარაძეზე

კულტურის მინისტრის თქმით, "არ იცნობს თათია სამხარაძეს და არ აქვს თემაზე ინფორმაცია (სექსუალურად შევიწროების საკითან დაკავშირებით)".

მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისეთი რეფორმები გააატარეს, რომ "ქალი კბილებამდე შეიარაღებულია"

არ ვიცი რაზე მესაუბრებით, არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რას წარმოადგენს. მე ვარ, სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბულის კონვენცია და შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას, ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში და ოცნების ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა და გოგონების უფლებებისთვის ამ კონვენციის პარლამენტში, მოხდა რატიფიცირება.

შესაბამისად, არ შეიძლება მე მქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, რაზეც მესაუბრებით, განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს, ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუ მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს" - თქვა წულუკიანმა.