პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა

27.03.23 16:11
პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა -  ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

"საქართველოს პარლამენტის აპარატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია შედგა. 31 მარტზე შევთანხმდით, რომ ყოველწლიური მოხსენება გაიმართოს. რეგლამენტის მიხედვით, მოხსენების გარდა, ამ სხდომაზე სხვა საკითხები არ განიხილება. ვინაიდან არასასესიო კვირაა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევით მივმართავთ". - თქვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.