შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთმა ქალმა ამხილა
შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ამხელს - როგორც მირანდა ძირკვაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, როცა POST TV-ის საინფორმაციო სამსახურში, CV-ის შესავსებად მივიდა, ის შალვა რამიშვილმა შეამჩნია, სხვა პირებთან შეხვედრა შეწყვიტა და კაბინეტში მასთან გასაუბრება დაიწყო.
ქალი იხსენებს, რომ რამიშვილმა მას უთხრა, რომ "POST TV-ისთვის ენანებოდა, რადგან კარგი ადამიანი იყო".
მირანდა ძირკვაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ შალვა რამიშვილი ინტერესდებოდა, ბათუმიდან სტაჟირებისთვის თბილისში როცა ჩამოვიდოდა, "ვინ უპატრონებდა და ვინ დაუდგებოდა გვერდით".
მისივე განცხადებით, გასაუბრების შემდეგ, რამდენიმე დღეში შალვა რამიშვილს პირადად შეეხმიანა და დაინტერესდა, რა გადაწყვიტა მენეჯმენტმა მის სტაჟირებაზე. ქალი ამბობს, რომ სწორედ ამის შმდეგ დაიწყო პროპაგანდისტული მედიის ხელმძღვანელმა მასი სექსუალურად შევიწროება.
"მეუბნებდა, რომ როგორც ქალი ვესექსუალურებოდი. ასეთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მიგზავნიდა. ბოლოს ვუთხარი, დამხმარებოდა ადამიანურად, არაფრის სანაცვლოდ"- თქვა მან.
ქალმა სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილთან მიმოწერის სქრინებიც გაავრცელა