საკადრო ცვლილებები მთავრობაში - "ოცნება" პრეზიდენტის ვერდიქტის მოლოდინშია
გავრცელებული ინფორმაციით, თუ ლაშა ხუციშვილი, ეროვნულ ბანკში აღმოჩნდება, მის ადგილს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი დაიკავებს.
ზურაბ აზარაშვილის შემცვლელად კი მისი მოადგილის ილია ღუდუშაურისა და თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც გახდება, კობახიძე კი ანტიევროპულ დაჯგუფებას "ხალხის ძალას" ჩაუდგება.
თეა წულუკიანმა და აზარაშვილმა დღეს მოსალოდნელი ცვლილებები არ დაადასტურეს.