ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

27.03.23 17:52
ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა.

პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზელენსკი ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. 

უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო პერსონალს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა. ჯარისკაცებმა ზელენსკის მონეტა აჩუქეს.