პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს, გრცხვენოდეთ!

27.03.23 18:08
პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს, გრცხვენოდეთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქალების მიმართ აგორებულ კამპანიას და მათზე განხორციელებულ სექსუალური შევიწროების ფაქტებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. 

სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს.

იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს აწონებს 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილების შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!"- თქვა პრეზიდენტმა. 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგანგაშოა, როცა ძალადობას ამართლებენ ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია აქვთ. 

პრეზიდენტი ყველას ახსენებს, "რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევებში, ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება".

შემაშფოთებელია ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლება. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივი სახეზე პრეტენზია გააჩნიათ.

ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად.

ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერ თუ ფიზიკურს კატეგორიულად ვგმობ, ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, პროპაგანდისტული POST TV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალი ადანაშაულებს. 

ამის პარალალურად, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვეროლია ჟურნალისტი თათია სამხარაძე, რომელმაც შალვა რამიშვილს აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დაცავ კი მოუგო. 

ახალგაზრდა ქალმა დღეს სალომე ზურაბიშვილს მიმართა და დახმარება სთხოვა.