დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს დეოლიგარქიზაციის კანონს?
ამზადებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დეოლიგარქიზაციის კანონისთვის - "ოცნებაში" დიდი დაბნეულობაა. საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტობის ოთხი წლისთავზე პირველად "ტვ პირველის" ეთერში ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. არადა, პროექტი, რომელიც "ოცნებამ" მოამზადა, ეხება ყველას, ბიძინა ივანიშვილის გარდა.
პრეზიდენტის ასეთი ხისტი შეფასების შემდეგ ღარიბაშვილმა ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ არაერთხელ დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა. დუმს პარლამენტის თავმჯდომარეც და პრეზიდენტს მხოლოდ რიგითები პასუხობენ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.