"ოცების" მხარდამჭერები სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისას აპროტესტებენ - აქცია ნორვეგიის საელჩოსთან
ამ წუთებში საქრათველოში ნორვეგიის საელჩოსთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიული ჯილდოს გადაცემას აპროტესეტებენ. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ითხოვენ, ნორვეგიის საელჩომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და თქვას, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის მომხრე სრულიად ნორვეგიის სახელმწიფო არ ყოფილა.
ჩვენ იმიტომ მოვედით აქ, რომ ნორვეგიის ელჩი, ქალბატონი, გამოვიდეს და დააფიქსიროს, ეს არ არის ნორვეგიის მთავრობის პოზიცია. პირველ რიგში, მაგის მოთხოვნით ვართ მოსულები. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომ მკვლელის იარლიყი ამაკრესო, დარწმუნებული შეიძლება იყოს ხალხი, რომ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა არ გამოჰკრა იარაღს ხელი, მაგრა მისმა რეჟიმმა და მისმა ბრძანებებმა, ნულოვანი ტოლერანტობა, რაც ხდებოდა საქართელოში, იქიდან გამომდინარე იყო, რომ შეიწირა ეს ხალხი მიხეილ სააკაშვილმა, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამტკიცებს, რომ სააკაშვილის დაჯილდოვება ქართველი ერის შეურაცხყოფაა.
რაც მოხდა, ჩემის აზრით, ეს არის ჩვენი ერის შეურაცხყოფა. მე უბრალო მოქალაქე ვარ, არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ეს უნდა განაცხადოს თვითონ ხელისუფლებამ, ეს ხელისფლების პოზიცია თუ ერთი პარტიის, - ამბობს მოქალაქე.
ადგილზე მისულები აარიან ახალგაზრდებიც, რომელთა ნაწილი ამბობს, რომ უნივერსიტეტში აქციის შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლები უთხრეს და წასვლა დაავალეს. მეორე ნაწილი კი ირწმუენბა რომ უბრალოდ, ბანკში არიან და რიგში დგანან.
საელჩოსთან პროტესტს წინ პრემიერის განცხადებები უძღოდა, რომელმაც სააკაშვილი ნორვეგიელ სერიულ მკვლელს შეადარა და მესამე პრეზიდენტი სადისტად გამოაცხადა.