"რესპუბლიკური საავდმყოფოში" მედიკოსების პროტესტი გრძელდება - ექიმების თქმით, დირექტორმა ექიმების გათავისუფლება დაიწყო

28.03.23 11:14
"რესპუბლიკური საავდმყოფოში" მედიკოსების პროტესტი გრძელდება - ექიმების თქმით, დირექტორმა ექიმების გათავისუფლება დაიწყო

"რესპუბლიკური საავდმყოფოში" მედიკოსების პროტესტი გრძელდება - კლინიკაში ადმინისტრაცია სამსახურში ამ დრომდე არ გამოჩენილა. 

რამდენიმე წუთის წინ, კი აქციის მონაწილეებმა "ტვ პირველს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კლინიკის დირექტორმა, "რესპუბლიკურის" კლინიკური დირექტორი ვლადი პაპავა და ხარისხის მართვის დირექტორი, შორენა კიწმარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ამის პარალელურად ირკვევა, რომ 24 საათზე  მეტია კლინიკაში სამედიცინო სერვისები ფატქობრივად შეჩერებულია. ქვეყნის უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები სრულ  გაურკვევლობაში  არიან. ამბობენ, რომ ხელისუფლება მათთან საუბარს ვერ ბედავს და მხოლოდ ტელეეთერებით აანონსებს, რომ რესპუბლიკური უნდა დაინგრეს. 

მედიკოსების თქმით, რახან ადმინისტრაცია სამსახურში არ დადის, შესაძლოა შეიქმნას პრეპარატების შეტანის პრობლემა, რაც კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებზე იმოქმედებს. 

მეორე დღეა, კლინიკა დირექტორატის გარეშეა დარჩენილი, რაც შეფერხებებს ქმნის. აქ არის მთელი რიგი მედიკამენტების შემოტანაზე ნებართვები, დოკუმენტების წარმოება. ეს სამუშაო პროცესია, რომელსაც ხელმძღვანელი პირები სჭირდება. სხვა შემთხვევაში ვერ განვახორციელებთ შეწყიდვებს, შესაბამისად, ამოიწურება მარაგები, რომელიც ისედაც ამოწურვისკენ მიდის და მედიკამენტების გარეშე მკურნალობა შეუძლებელია"- აცხადებს ინტენსიური თერაპიის ხელმძღვანელი, გიორგი დუნდუა. 

კიდევ ერთი მედიკოსი ეჭვობს, რომ  მედიკალენტებით მომარაგების კუთხით პრობლემების შექმნა წინასწარ დაგეგმილია, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფო" სრულიად პარალიზებული გახდეს.  

მსგავსი სიახლეები