შევიტანთ სარჩელს "პოსტ ტვ"-ის წინააღმდეგ - დიმიტრი ჩიქოვანის ბრიფინგი

28.03.23 11:51
შევიტანთ სარჩელს "პოსტ ტვ"-ის წინააღმდეგ - დიმიტრი ჩიქოვანის ბრიფინგი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი ჩიქოვანმა და მისი ადვოკატი ბექა ბასილაია ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შსს-ს და პროკურატრუას რეგირებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

დიმიტრი ჩიქოვანი ინციდენტს პროვოკაციულს უწოდებს და "პოტს ტვ"-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს. 

ჩემს სახლში 24 მარტს მომხდარ პროვოკაციულ ინციდენტთან დაკავშირებით აუცილებლად მექნებოდა სამართლებრივი რეაგირება. მე გავიარე კონსულტაციები ჩემს ადვოკატებთან და შევიტანთ სარჩელს გემერალურ პროკურატურაში და შსს-ში "პოსტ ტვ"-ის წინააღმდეგ, - თქვა ჩიქოვანმა.

ბექა ბასილაია კი პირდაპირ ამბობს, რომ ადგილი არა ჟურნალისტურის საქმიანობაში ხელის შეშლას, არამედ ჩიქოვანის ბინაში უკანონო შეჭრას ჰქონდა, რომელიც ოპოზიციის წევრმა აღკევათა. 

ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით ვითხოვთ პოლიციის, შსს მხრიდან რეაგირებას, ვითხოვთ პროკურატურის რეაგირებას, რომ შესაბამისის სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ფაქტებს. ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლასტან დაკავშირებით. ამთავითვე ვაცხადებთ, მე როგორც დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატი და დიმიტრი ჩიქოვანი, რომ ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ვემიჯნებით და ვგმობთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ნებისმიერ ფაქტს და ძაილან კარგად გვესმის, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა. თუცა, ფაქტები, როს იგრვლივაც გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ნამდვილად არ შეიცავს რაიმე მსგავის დანაშაულის ნიშნებს და ჩვენ მზად ვართ,  ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მივცეთ ჩვენება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო არა ჟურნალისტზე ძალადობა, ეს იყო არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, არამედ ეს იყო ბინაში უკანონოდ შეჭრის მცდელობის აღკვეთა, - თქვა ადვოკატმა. 

სექსუალურ ძალადობაში და გარყვნილ ქმედებაში დადანაშუალებული შალვა რამიშვილი ისევ ხელშეუხებელია. პირდაპირი ჩვენებების და მტკიცებულებების მიუხედავად, “ქართული ოცნების"  პროპაგანდისტის წინააღმდეგ ძალოვანი უწყებები გამოძიების დაწყებას ვერ ბედავენ. არადა, სექსულური ხასიათის დანაშუალს ქალების მიმართ თავად შალვა  რამიშვილიც აღიარებს.

 

მსგავსი სიახლეები