სოსო გოგაშვილის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე შესაძლოა დღეს განაჩენი გამოცხადდეს - საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
8 თვიანი დუმილის შემდეგ, მოსამართლე დღეს პირველად სოსო გოგაშვილის ჩვენებას მოისმენს. სპეცსამსახურების ყოფილი შეფი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვის სათქმელად ემზადება.
დასკვნით სიტყვას იტყვის სხოდომათა დარბაზში მისი ინტერესების დამცველიც.
გოგაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მოტივებზე განაჩენი უკვე გამოტანილია. ბრალდებული ასევე მიიჩნევს, რომ მისი დასჯა ხდება.
ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვინაიდან მტკიცებულებებით სოსო გოგაშვილისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაული დასტურდება.