ოპოზიციონერების დევნა, ქალებზე ძალადობა, გამოხატვის თვაისუფლების შეზღუდვა - Amnesty International-ის ანგარიში საქართველოს შესახებ
Amnesty International საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგაზნიაცია პირდაპირ წერს, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, გრძელდება ოპოზიცონერი პოლიტიკოსების დევნა და თვალთვალი, ასევე უწინდებურად დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან ქალებიდა ბავშვები.
დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი ინტერესებისამებრ იყენებს.
ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გრძელდება. გრძელდება შერჩევითი სამართალიც, არ წყდება ოპოზიციის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ახალმა კანონებმა ხელისუფლებას დამატებითი ბერკეტი მისცა, რომელიც თვალთვალს ეხება და შეამცირა სასამართლო ორგანოების დამოუკედებლობა. ქალები და ბავშვები კვლავ დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვრეპლნი არიან. ქვეყნის კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ამ დრომდე წამების და სასტიკის მოპყრობის სხვა ფაქტებთან დაკავშირეით ეფექტური გაოზიება არ ჩატარებულა, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანზიაცია ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე ნეგატიური გავლენა ხელისუფლების აგრესიულმა რიტორიკამ იქონია.
გამოხატვის თავისუფლებაზე ნეგატიური გავლენა ხელისუფლების აგრესიულმა რიტორიკამ და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დევნამ იქონია, - ნატქვამია დოკუემნტში.
ანგარიშში ასევე საუბარია 5 ივლისის საქმეზეც და ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტებზე მოძალადეები ისევ დაუსჯელები არიან.
4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმაში მონაწილე 6 პირს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ძალადობრივი ჯგუფების სავარაუდო ორგანიზატორები დაუსჯელები დარჩნენ. ძალადობრივ თავდასხმას ერთ-ერთი ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა.
ივლისში, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალმა თანამდებობის პირმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცებასა და აზერბაიჯანში გადაყვანაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს სდებდა ბრალს. აფგან მუხთარლიმ ტვ პირველს უამბო, რომ მან ფოტოებით ამოიცნო ერთერთი გამტაცებელი - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი. მუხთარლის გატაცების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა და საანგარიშო წლის ბოლოსთვის ბრალი არავის მიმართ არ ყოფილა წარდგენილი, - ნათქვამია დოკუმენტში.