სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს ომბუდსმენის მხრიდან შეფერხება არ ემუქრება - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი ირმწუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს მათი მხრიდან შეფერხება არ ექნება. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველი გასულ კვირას შეხვდა კონსილიუმის წევრებს და მიაწოდა მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ კონსილიუმს მისი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებოდა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს მისგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს, - ნათქვამია განცხადებაში.