მიხეილ სააკაშვილი 58 კგ-ს იწონის - გიული ალასანია

28.03.23 13:03
მიხეილ სააკაშვილი 58 კგ-ს იწონის - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი 58 კგ-ს იწონის - ინფორმაცია მედიას საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიაწოდა.

მისი თქმით, კლინიკამ სააკაშვილს ელენე გიორგაძის პროცესში ჩართვა შესთავაზა. ეს ის მედიკოსია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის კვებას ხელმძღვანელობდა. 

"რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძეს მოსვლა, ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რეფიდინგს, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ ერთ-ერთი მისი აი ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზი იყო სწორედ ეს რეფიდინგი, რომელიც ჩაუტარდა იქ. და ამიტომ არის ეს უარი. წონა აქვს უკვე 58 კგ. ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს იმ კალორიებს, 1500-ს, რომელსაც ესენი [ექიმები] ითხოვენ", - თქვა ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები