65 ქალიც რომ ადანაშაულებდეს, არ აქვს მნიშვნელობა - ვიქტორ ჯაფარიძე შალვა რამიშვილს იცავს

28.03.23 14:10
65 ქალიც რომ ადანაშაულებდეს, არ აქვს მნიშვნელობა - ვიქტორ ჯაფარიძე შალვა რამიშვილს იცავს

"პოსტივის" მფლობელისთვის შალვა რამიშვილის სექსუალურ ძალადობაში მხილება არაფერს ნიშნავს. პრორუსი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ რამიშვილს 65 ქალიც რომ ადანაშაულებდეს გარყვნილ ქმედებაში სასამართლოს გადაწყვეტილებამდე "ოცნების" პროპაგანდისტის ეთერიდან ჩახსნას არ აპირებს.

დაველოდოთ სასამართლოს და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს ახლა. სასამართლოს გადაწყვეტილება არა ამრტო ჩემთვის და შალვასთავის, არამედ ყველასთვის არის გადამწყვეტი.

მის ჩახსნას ეთერიდან არ ვაპირებ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ადამიანის გამტყუნება ეს გინდა თუ არა ასე იყო, ჩემთვის მიუღებელია. 

65 ქალიც რომ იყოს არ აქვს მნიშვნელობა, სასამართლო როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ ვისაუბროთ". - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ასევე ამბობს რომ სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს და გულდაწყვეტილია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს "პოსტივის" ჟურნალისტი ნათია ბერიძე უნდა დაეცვა.

რას ქვია სასამართლოს ობიექტურობის იემდი არ მაქვს. თქვენ ევროპულ რეიტინგებს არ უყურებთ, მოწინავე 18 ქვეყანაში რომ არის ჩვენი სასამართლო? 

ძალიან გული დამწყდა პრეზიდენტზე სხვათაშორის, ის ჟურნალისტი რომ არ დაიცვა მეორე, ხელი რომ აქვს მოტეხილი? ნათია ბერიძეზე რატომ არაფერი არ ტქვა?"- ამბობს ჯაფარიძე.

შალვა რამიშვილის მიერ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ქალების რაოდენობა უკვე ხუთამდე გაიზარდა. 

მსგავსი სიახლეები