ხელისუფლება დუმილით ხელს უწყობს ძალადობას - ყოფილი ომბუდსმენი

28.03.23 14:30
ხელისუფლება დუმილით ხელს უწყობს ძალადობას - ყოფილი ომბუდსმენი

შალვა რამიშვილის მიერ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ქალების რაოდენობა უკვე ხუთამდე გაიზარდა.  

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება თავისი დუმილით დანაშაულის წახალისებას ახდენს.

ნანუაშვილი ამბობს, რომ მსხვერპლ ქალებს სჭირდება მხარდაჭერა და სწორედ ამას უნდა აკეთებდეს ახლა ხელისუფლება.

ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაციის გავრცელებისთანავე უნდა დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით. ეს არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული, ამიტომაც ხელისუფლების დუმილი ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელს უწყობენ და ახალისებენ ძალადობას. მე პირადად პირველივე წუთიდან დავდგებოდი მსხვერპლის გვერდით დავდგებოდი და ვეცდებოდი მაქსიმალურად მის მხარდაჭერას. ასევე გავაკეთებდი მოწოდებას ხელისუფლების წინაშე, რომ მათ ყველა ის ნაბიჯი გადაედგათ, რომ ყოფილიყო დაცული მოქალაქის უფლებები და სწორედ ეს იყო ამოსავალი წერტილი ჩემთვის.

სახელისუფლებო გუნდის არცერთ წარმომადგენელს მხარი არ დაუჭერია არცერთი ქალისთვის, რომელიც შალვა რამიშვილის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე საუბრობს.
 

მსგავსი სიახლეები