პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია - მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების“ ლიდხერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია". მმართველ პარტიას სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ ჩატარებული ბრიფინგი არ მოეწონა.
მისი თქმით, პარლამენტშიც "უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ელოდებიან".
ამის მიუხედავად, ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მის თითოეულ სიტყვას. რასაც ობიექტურად იტყვის, ამაზე აუცილებლად ვიტყვით, რომ ობიექტურია, რაზეც იქნება სუბიექტური და ტენდენციური, ამასაც აუცილებლად აღვნიშნავთ. მარტივი ამბავია“, - განაცხადა მდინარაძემ.