ქალთა მიმართ ძალადობდა დასაგმობია, ასევე დასაგმობია, ვიღაცამ ეს პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დასაგმობია, მაგრამ მისივე თქმით, ასევე დასაგმობია ვიღაცამ რაღაც მოვლენა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
კობახიძე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასაც და თქვა, რომ გაუგებარია, როცა სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე საუბრობს.
"ქალთა მიმართ ძალადობდა, რა თქმა უნდა, დასაგმობია. ასევე დასაგმობია ნებისმიერი მცდელობა ვიღაცამ რაღაც მოვლენა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის. ეს არის ჩემი პოზიცია. [პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება] ეს განცხადებაც იყო გაუგებარი, რეალურად როცა საუბარი ხელისუფლების მხრიდან ამის წახალისებაზე, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება, სინამდვილესთან არაფერი აქვს კავშირი", - თქვა კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა და შევიწროება დაგმო. მან თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, არამედ მოძალადეს აგულიანებს, რისიც უნდა რცხვენოდეთ.