არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი - მდინარაძე

28.03.23 14:51
არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი - მდინარაძე

"სააკაშვილი  სისხლის სამართლის დამნაშავეა"- "ქართული ოცნების" ლიდერების რიტორიკა დღეს მამუკა მდინარაძემაც გააგრძელა.

მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, "არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი".

12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში დეპოლარიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვის საპასუხოდ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ნარატივის დალაგება საქართველოს საწინააღმდეგოა: 

წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ეს ნარატივი ლაგდება „ნაცმოძრაობის“, როგორც მედიის, ისე აქტივისტების და ლიდერების მხრიდან. საქართველო შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას“, - აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებას ორი რეკომენდაციის გარდა, ყველა რეკომენდაცია შესრულებული აქვს.

მსგავსი სიახლეები