სააკაშვილთან ჩვენით არასდროს შევსულვართ, ეს ინიციატივა ომბუდსმენისგან მოდიოდა - გიორგი გრიგოლია
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი ყოველთვის ომბუდსმენის ინიციატივით ხოლრციელდებოდა. მედიკოსი ახალი სახალხო დამცველის განცხადებას უცნაურს უწოდებს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტთან შევსლის საკითხს თავად, სახალხო დამცველის აპარატის ძველ თანამშრომლებთან გაარკვევს.
ჩვენ მზად ვართ, კი, ბატონო, მაგრამ არასოდეს ჩვენი ინიციატივით არ შევსულვართ. ყოველთვის ეს ინიციატივა მოდიოდა სახალხო დამცველის აპარატიდან და ეხლა ჩვენ ელემენტარული, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ როგორ შევიდეთ, ვიღაცამ ხომ უნდა მოგვცეს უფლება იქ შესვლის. ეს თანხმდებოდა პენიტენციურ სისტემასთან ისე კი არა, რომ გრიგოლიას მოუნდა და შევიდა. ეს რაღაც უცნაური განცხადება არის. ნებართვა შეიძლება კი გვაქვს იქ შესვლის, მაგრამ ორგანიზაცია უნდა ამ შესვლას და გავარკვევთ, რავიცი, ახლა მეც დავიწყებ გარკვევას იმიტომ, რომ იქ იოსელიანის გარდა ხომ არიან კიდევ ის ძველი თანამშრომლები. თუ ჩვენზე არის დამოკიდებული და ჩვენი ინიციატივით უნდა შევიდეთ და მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რავიცი ამასაც მოვაგვარებთ ალბათ. დღეს ვერანაირად ვერ მოხერხდება, მაგრამ თუ დავიწყებთ დღესვე ამის შეთანხმებას შეიძლება ან ამ კვირაში ან იქით კვირის დასაწყისში, - გიორგი გრიგოლია.
ახალმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილტა ექიმების კონსილიუმის შევლას მისი ნებართვა არ სჭირდება.