პრეზიდენტის მხრიდან ხშირად კეთდება გაუგებარი განცხადებები - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში არ შევლენ, მაგრამ იქვე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი "გაუგებარ განცხადებებს ხშირად აკეთებს".
„სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან ხშირად კეთდება ხოლმე გაუგებარი განცხადებები. შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში თავად არ უფრთხილდებოდეს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს",- აცხადებს ირაკლი კობახიძე.