სააკაშვილი სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე უარს აცხადებს - ზურაბ ჩხაიძე
"ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს აცხადებს. ზურაბ ჩხაიძის თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ პაციენტი პრეზიდენტი ამ დრომდე ვერ გამოჯანმრთელდა.
უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე ანუ ის, რაც ეთიოპათოგენოზურად გამართლებულია შესაბამისი ამერიკული თუ ევროპულ გაიდლაინებთან შეჯერებული მკურნალობის სქემა მიწოდებული აქვს, აი ამ სქემაზე აცხადებს უარს და ასევე სამკურნალო პროცედურებზ. ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალურად ცენტრიდან, პირადად მე მქონდა შეთანხმება, რომელიც ატარებდა ფიზიოთერაპილ პროცედურებს და გვქონდა ძალიან კარგი შედეგი, ტემპერატურის კლებაც, თქვენ ხომ აფიქსირებთ ყოველდღიურად, რავიცი, დღეში რამდენჯერმე მის ტემპერატურას. ტემპერატურის კლებაც იყო და, ფაქტიობრივად, არ იყო ტემპერატურის მატება იმ დღეებში, როცა ეს პროცედურები ტარდებოდა და ამის შემდეგ ადამიანმა შეწყვიტა საერთოდ ამ პროცედურების გაგრძელება. აი, ეს არის მთავრი პრობლემა, - ზურაბ ჩხაიძე.