"ოცნების" რეგიონული ტურნე - განიხილეს თუ არა რუსული კანონი დახურულ შეხვედრაზე
"ქართული ოცნების" რეგიონული ტურნე - ბათუმში, პარტაქტივთან შესახვედრად მმართველი გუნდის სრული შემადგენლობა ჩავიდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი პარტიის გაფართოება და გაძლიერებაა.
მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ მსგავსი სახის 73 კონფერენცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
73 პარტიული კონფერენცია გაიმართებამ სადაც ავირჩევთ საქალაქო რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ასევე ბიუროს წევრებს. კონფერენციის გამართვის მზიანი არის პარტიის შემდეგომი გაძლიერება და გაფართოება. ჩვენ გვემატება მუდმივად წევრები პარტიაში, ამისათვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი პარტიის მოქმედმა წევრებმა ვისაუბროთ თემებზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება",- ამბობს კობახიძე.
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, გამართვის მთავარი მიზანი რუსული კანონის განხილვა და მისი საზოგადოებამდე მიტანა იყო., რასაც "ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს.
"არა, რა რუსული კანონის გაცნობა ხდება. რუსული კანონი არ არსებობს. ეს არის თქვენი ფეიკი. ვინც იძახდა რუსული კანონიო, ყველა არასწორად იძახდა. ზოგი შეგნებულად იტყუებოდა, ზოგი შეცდომაში იყო შეყვანილი".- ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ კანონის ჩაგდების შედმეგ თქვა, რომ დაიწყებდა საინფრომაციო კამპანიას და საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაცის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.