ბრეივიკმა 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სააკაშვილმა ასეულობით ადამიანის - კობახიძე
ბრეივიკმა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სააკაშვილმა კი შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გამო ნორვეგიის კონსერვატიული პარტიისგან ჯილდოს გადაცემა "ცინიზმია".
როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს უბრალოდ ცინიზმია. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ სააკაშვილსა და ბრეივიკს შორის პრინციპული განსხვავება ერთადერთია: ბრეივიკმა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სააკაშვილმა კი შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ერთადერთი პრინციპული განსხვავება.