სირცხვილია, რომ რამიშვილს ასე გავეშებულად იცავს რუსული რეჟიმი - გიორგი ვაშაძე
სირცხვილია, რომ რამიშვილს ასე გავეშებულად იცავს რუსული რეჟიმი , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აცხადებს. გიორგი ვაშაძე სექსუალური შევიწროვების მსხვერპლ ქალებს ბოდიშს უხდის, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ არის ინსტიტუცია, რომელიც მათ უფლებებს უზრუნველყოფდა.
შალვა რამიშვილის დასაცავად არის გადაქცეული ყველა - პოლიცია, სუსი- შმუსი და ა.შ. სირცხვილია უბრალოდ, მართლა თავის მომჭრელია, რომ აი, ამ ბინძურ ადამიანს ასე გავეშებულად იცავს რუსული რეჟიმი ქვეყანაში. მე ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონებს, რომ ვერ შევქმენი დღემდე ინსტიტუციები, რომლებიც დაიცავდა მათ უფლებებს, რომლებიც ქალტა უფლებებს უზრუნველყოფდა ქვეყანაში და ამის დრო მოვა ძალიან მალე, - ამბობს ვაშაძე.