მნიშვნელოვანია პარტიის გაძლიერება და მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის - კალაძე

28.03.23 15:29
მნიშვნელოვანია პარტიის გაძლიერება და მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის - კალაძე

"ქართული ოცნების" რეგიონული ტურნე ბათუმში - თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეგიონებში კონფერენციების გამართვა და პარტაქტივთან შეხვედრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება.

კალაძე ამბობს, რომ არჩევნებამდე მნშვნელოვანია პარტიის გაძლიერება.

კონფერენციები დავიწყეთ რეგიონებში. დღეს ბათუმში ვიმყოფებით, სადაც მოხდა „ოცნების“ ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა. არჩილ ჩიქოვანი იქნა ერთხმად არჩეული. ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის გაძლიერება და მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის". - ამბობს კალაძე.

 

მსგავსი სიახლეები