თქვენი კოლეგის, „POST TV”-ის ჟურნალისტის მიმართ ძალადობას რატომ არ აპროტესტებენ? - მდინარაძე

28.03.23 15:54
თქვენი კოლეგის, „POST TV”-ის ჟურნალისტის მიმართ ძალადობას რატომ არ აპროტესტებენ? - მდინარაძე

"ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ყველა ადამინმა, ეს იქნება შალვა რამიშვილი, სხვა ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ ა.შ. უნდა აგოს პასუხი თავის ნამოქმედარზე და ნათქვამზე.

მდინარაძე ამბობს, რომ თითოეულ ფრაზაზე უნდა გაყვეს გამოძება ყველას.

მამრთველი გუნდის ლიდერი ასევე ამბობს, რომ არ სჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც მხოლოდ მოსმენილს აპროტესტებენ და „POST TV”-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიმართ ძალადობას არა.

„ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი და ეს შალვა რამიშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, არის საფუძველი იმისა, რომ თითოეულ ფრაზაზე უნდა გაყვეს გამოძიება ყველას და თითოეულ ფრაზაზე, თავის ნათქვამზე თუ ნამოქმედარზე უნდა აგოს პასუხი ყველამ. მე არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომელიც შინაარს, ძალიან ცუდი მოსასმენი შინაარსი რომ არის, იმას აპოტესტებდნენ და შეიძლება გასაპროტესტებელიც იყოს და ასეც არის, მაგრამ მეორე მხრივ თქვენი კოლეგის მიმართ, „POST TV”-ის ჟურნალისტის მიმართ ძალადობას არ აპროტესტებენ“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები