რაც "ოცნებამ" იკადრა, ქვეყნისთვის სერიოზული სირცხვილია - ლევან ხაბეიშვილი ნორვეგიის ელჩის დაბარებაზე

28.03.23 16:22
რაც "ოცნებამ" იკადრა, ქვეყნისთვის სერიოზული სირცხვილია - ლევან ხაბეიშვილი ნორვეგიის ელჩის დაბარებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გადაცემული ჯილდოს გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.

მისი შეფასებით, არაადეკვატურია, როცა "ქართული ოცნება" ახნა-განმარტებას დიპლომატს სთხოვს. 

დღეს, ჩვენ ვნახეთ რუსული პარტიის, რუსული ოცნების არაადეკვატური დამოკიდებულება, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა იმისათვის, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის შესახებ და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს გადაეცა. ის, რაც მათ იკადრეს სერიოზული სირცხვილია, როდესაც ნორვეგიის ელჩი ამის გამო დაიბარეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით,  ხელისუფლებამ "პირი უნდა გამოირეცხოს, ვიდრე სააკაშვილს ახსენებენ“.

როგორც ლევან ხებეიშვილმა აღნიშნა, ტრი-ტრი ღარიბაშვილი სააკაშვილზე არ უნდა საუბრობდეს: 

ჩვენ ვნახეთ, რომ ტრი-ტრი, ანტუნინ, ბერას საათამაშო ბავშვებს სკოლაში, რომ უვარდებოდათ და აშინებდა და მერე ამაზე საუბრობდა მისი ბატონის შვილთან ბერასთან, აი ეს კაცი საუბრობს სხვა ადამიანის, თურმე მკვლელობაზე და ასე შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაზე“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს 25 მარტს, პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს.

მსგავსი სიახლეები