ოქრიაშვილი კობახიძეს: PSP ჯგუფი, თურმე, ჩემი არ ყოფილა, ბატონო ირაკლი, მტყუანის..... დ.შ.

28.03.23 16:40
ოქრიაშვილი კობახიძეს: PSP ჯგუფი, თურმე, ჩემი არ ყოფილა, ბატონო ირაკლი, მტყუანის..... დ.შ.

,,პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს. საუბარია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც,  PSP ჯგუფი კახა ოქრიაშვილს არ ეკუთვნის. 

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, კომპანია, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი, კომპანია, რომელიც 50 მილიონ ლარზე მეტ გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, მტყუანის დ.შ.... 
ჯერ კიდევ ველი პრემიერ-მინისტრის მიერ, ორი დღის წინ, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ტყუილზე, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდების უარყოფას და ბოდიშს!- წერს ოქრიაშვილი. 

კახა ოქრიაშვილზე იერიში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს მიიტანა - ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტიორებისას თქვა, რომ PSP სინამდვილეში არის არა ოქრიაშვილის, არამედ, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის. 

კახა ოქრიაშვილს წამოცდა ერთი სიმართლე – ეს კომპანია სინამდვილეში არის არა ოქრიაშვილის, არამედ, პირველ რიგში, ვანო მერაბიშვილის, დღემდე ოქრიაშვილი ერთგვარი დამხმარე ხელია მერაბიშვილისთვის, რომელიც რეალურად ფლობს მის ბიზნესს"- თქვა კობახიძემ. 

კობახიძის განცხადებას წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მუქარა უძღოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ამტკიცებდა, რომ PSP-მ მედიკამენტები 300%-ით გააძვირა, რაზეც მისი თქმით, მკაცრი რეაგირება მოხდება.

მსგავსი სიახლეები