"ოცნებამ" ჩამოვლა დაიწყო, რომ კრიზისის პირობებში საკუთარი აქტივი დაამშვიდოს - სამადაშვილი

28.03.23 17:19
"ოცნებამ" ჩამოვლა დაიწყო, რომ კრიზისის პირობებში საკუთარი აქტივი დაამშვიდოს - სამადაშვილი

"ოცნებამ" ჩამოვლა დაიწყო, რომ კრიზის პირობებში საკუთარი აქტივი დაამშვიდოს - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მმართველი პარტიის ტურნეს რეგიონებში.

სამადაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის უკან წაღებას მმართველ პარტიაში და განსაკუთრებით ქვედა რგოლებში რეაგირება მოჰყვა და "ოცნების" რეპუტაცია საკუთარ აქტივში მკვეთრად დააზიანა.

"ქართულმა ოცნებამ" ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო, როდესაც რუსული კანონის უკან წაღება მოუწია. ამაზე აქვთ პარტიაში რეაგირება, განსაკუთრებით ქვედა რგოლებში. ამ ქვედა რგოლების ლოიალურობა "ოცნების" მიმართ ემყარება ერთადერთ განცდას, არიან თუ არა ძლიერი და აპირებენ თუ არა დარჩნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, ახლა დაიწყეს ჩამოსვლა, რომ კრიზის პირობებში დაამშვიდონ თავიანთი აქტივი, რომ ყველაფერი თითქოს მიდის ძალიან კარგად", - ამბობს სამადაშვილი. 

"ქართული ოცნების" რეგიონული ტურნე -  ბათუმში, პარტაქტივთან შესახვედრად მმართველი გუნდის სრული შემადგენლობა ჩავიდა. 

"ოცნების" ლიდერების თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი პარტიის გაფართოება და გაძლიერებაა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი სახის 73 კონფერენცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები