"ძალით მიიყვანეს ადამიანები შეხვედრაზე" - ვაშაძე "ოცნებას" კომუნისტურ პარტიას ადარებს

28.03.23 17:30
"ძალით მიიყვანეს ადამიანები შეხვედრაზე" - ვაშაძე "ოცნებას" კომუნისტურ პარტიას ადარებს

"ოცნების" ტურნეს რეგიონებში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კომუნისტურ პარტიას ადარებს.

ვაშაძე ამბობს, რომ რეგიონებში ძალით მიიყვანეს ხალხი მმართველ გუნდთან შესახვედრად და როგორც 1989 წლის 9 აპრილის მერე კომუნისტურ პარტიას წაერთვა ხალხთან ურთიერთობის ბაზისი, ისე აქვს დღეს "ოცნებასაც" წართმეული.

რეგიონებში ხალხთან კი არ აკეთებენ შეხვედრას, ძალით მოყვანილ ადამიანებს უნდათ რომ ელაპარაკონ. როგორც კომუნისტურ პარტიას 1989 წლის 9 აპრილის მერე, ეროვნული მოძრაობის მეცადინეობით, წაერთვა მორალური ბაზისი ხალხთან ურთიერთობის, ასე აქვს მორალური ბაზისი გამოცლილი რუსეთთან დაკავშირებულ "ქართულ ოცნებას" დღეს." - ამბობს ვაშაძე.

"ქართული ოცნების" რეგიონული ტურნე -  ბათუმში, პარტაქტივთან შესახვედრად მმართველი გუნდის სრული შემადგენლობა ჩავიდა. 

"ოცნების" ლიდერების თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი პარტიის გაფართოება და გაძლიერებაა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი სახის 73 კონფერენცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.