გოგაშვილი დარწმუნებულია, რომ მის საქმეზე გადაწყვეტილება გავლენიანმა პირებმა უკვე მიიღეს - ადვოკატი
სოსო გოგაშვილის დარწმუნებულია, რომ მის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს გარეთ, გავლენიანი პირების მიერ უკვე მიღებულია. ამის შესახებ ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძეს სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სამომავლო ქმედებები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
პირადად იოსებ გოგაშვილს ჩამოყალიბებული აქვს აზრი, რომ მის საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს არა სასამართლოს, არამედ სხვა გავლენიან პირებს და ეს გადაწყვეტილება გასცდა სასამართლოს შენოსაბასა და მის ფარგლებს. იოსებ გოგაშვილმა განაცხადა, რომ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მის მიერ გაჟღერებული იქნა საჯარაოდ დაკავების შემდეგ, არ იყო შესაბამისი სასამართლო რეაგირებები სხვადასხვა საკითხებზე, რასაც ის ელოდა. თუმცა, მომავალში რას იზამს იოსებ გოგაშვილი, ეს ალბათ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, - თქვა ადვოკატმა.
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე დღეს მორი პროცესი გაიმართა. საბოლოო განაჩენი 4 აპრილს მას შემდეგ გამოცხადდება, რაც გოგაშვილი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.