შალვა რამიშვილის მხილების კიდევ ერთი ისტორია - მწერალი თეონა დოლენჯაშვილი წლების წინ უთქმელი ამბით

28.03.23 20:14
შალვა რამიშვილის მხილების კიდევ ერთი ისტორია - მწერალი თეონა დოლენჯაშვილი წლების წინ უთქმელი ამბით

შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი, სავარაუდოდ, ცნობილი ქართველი მწერალიც  იყო. მხილების კიდევ ერთი ამბავი თეონა დოლენჯაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გათქვა. გაიხსენა, თუ რა ფორმით ცდილობდა მასთან სექუალური კავშირის დამყარებას "პოსტ ტვ"-ის დამფუძნებელი.

" შალვა რამიშვილი სერიული მოძალადეა -" ამბობს მწერალი.  

მხილების  რამდენიმე  ისტორია და სავარაუდო დანაშაულებების  კასკადი. შს სამინისტრო კი  შალვა რამიშვილის წინააღმდეგ არცერთ საქმეზე გამოძიებას  განზრახ არ იწყებს. არადა საჯაროა ყველა ისტორია, რომელსაც მსხვერპლი ქალები ყვებიან. ეს კი საფუძველი უნდა გახდეს გამოძიების დასწყების. მაგრამ არათუ  გამოძიებას იწყებენ, პირიქით.  მთელი  სახელისუფლებო პარტია   თავგამოდებით იცავს მძიმე დანაშაულებებში მხილებულ  ოცნების პროპაგანდისტს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები