რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შემთხვევაში, ბელარუსს ახალი სანქციები ემუქრება - პოლონეთის პრემიერი

28.03.23 18:26
რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შემთხვევაში, ბელარუსს ახალი სანქციები ემუქრება - პოლონეთის პრემიერი

რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შემთხვევაში, ბელარუსს ახალი სანქციები ემუქრება - ამის შესახებ ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.

"რუსეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, განცხადება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, აუცილებლად გამოიწვევს დამატებითი სანქციების გამოცხადებას. სანქციების დონე ბევრად უფრო მკაცრი იქნება ლუკაშენკოს რეჟიმისთვის", - თქვა მორავიეცკიმ.

როგორც BBC წერს, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება დიდი ნაბიჯია უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისკენ. 

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი  ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსის ტერიტორიაზე გეგმავს.

მსგავსი სიახლეები