რისთვის ემზადება "ოცნება" - დღეს, მმართველმა პარტიამ, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა

28.03.23 20:32
რისთვის ემზადება "ოცნება" - დღეს, მმართველმა პარტიამ, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა

რისთვის ემზადება "ქართული ოცნება". დღეს მმართველმა პარტიამ პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანია ოფიცალურად გახსნა. რაიონული  კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაწერილია. მმართველ გუნდში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ რეგიონალური ტურნეს მთავარი ამოცანა პარტიის მომზადებაა არჩევნებისთვის. 2024 წლის არჩევნებამდე დიდი დროა. ახლა მთავარი კითხვაა რომელი არჩევნებისთვის ემზადება ოცნება.  

ფაქტია, რომ რუსული კანონის უკან წაღების შემდეგ "ქართული ოცნება" პოლიტიკური ნოკაუტიდან გამოსვლას ცდილობს. რეგიონალური ტურნეს მიზანი სწორედ   მხარდამჭერების გამხნევებაა, ამიტომ  პარტიის პირველი პირები რაიონებში  სრული  შემადგენლობით დადიან. ბათუმში დაგეგმილ შეხვედრას ხმაურის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი რომ არ გაეგოთ, ბათუმის თეატრში მისულ პარტიის ლიდერებს დღეს "ოცნების" მხარდამჭერები იცავდნენ.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები