სააკაშვილის ჯილდო, "ოცნების" ისტერია და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული ნორვეგიის ელჩი
მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდო ხელისუფლების სრული ისტერიის მიზეზი ხდება. მესამე პრეზიდენტის ლანძღვის შემდეგ უკვე ნორვეგიასა და საქართველოს შორის დიმპლომატიურმა სკანდალმაც კი იფეთქა. სააკაშვილის დაჯილდოვების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი დაიბარეს და ახსნა განმარტება მოსთხოვეს. ამ შეხვედრის პარალელურად კი ნორვეგიის საელჩოს შენობასთან "ოცნების" პარტაქტივი იყო მობილიზებული.
"ოცნების" მხარდამჭერები ჯერ სააკაშვილისთვის ჯილდოს უკან ჩამორთმევას, შემდეგ კი მისი ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას ითხოვდნენ. აქტივისტების განცხადებები კი ერთი-ერთში ემთხვეოდა "ოცნების" რიტორიკას. ფაქტია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯილდომ ხელისუფლება წყობიდან ბოლომდე გამოიყვანა. დღეს პარტიის ლიდერები სააკაშვილს ისევ სერიულ მკვლელს ბრეივიკს ადარებდნენ.
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება ლევან იოსელიანმაც გააკეთა.
მისი განცხადებით, ყველაფერი მზად არის, რომ სააკაშვილის პალატაში კონსილიუმის ექიმები შევიდნენ.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.