სიხარულისგან ატირებული ბაბუ, რომელსაც შვილიშვილმა "ოცნება" აუხდინა და თამაშზე წაიყვანა (ვიდეო)

28.03.23 19:49
სიხარულისგან ატირებული ბაბუ, რომელსაც შვილიშვილმა "ოცნება" აუხდინა და თამაშზე წაიყვანა (ვიდეო)

დიდი ფეხბურთის დღე საქართველოში.  ამ წუთებიდან, უახლოესი 2 საათის განმავლობაში  მოვლენათა ეპიცენტრი ბათუმის არენაა. 

დღეს თამაშს ესწრებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.  მატჩზე დადასწრები ყველა ბილეთი დიდი ხნით ადრე გაიყიდა.

თამაშს პირდაპირ სტადიონიდან უგულშემატკივრებს ბაბუც, რომლის სიხარულის ცრემლებიც "ტვ პირველის" ობიექტივში მოხვდა.

უსაყვარლეს მოხუცს შვილიშვილმა დიდი ხნის "ოცნება" აუხდინა და თამაშზე ბათუმში წაიყვანა.

"წინა თამაშს მონღოლეთთან ვგულშემატკივრობდით ერთად და ერთი ჩაილაპარაკა, ნეტა თამაშზე წავიდეო და მოვკიდე ხელი და აგერ ვგულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს". - ამბობს შვილიშვილი

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები