სუბიექტური, დაუბალანსებელი, პოლიტიკურად ანგაჟირებული - "ოცნების" საპასუხო იერიში პრეზიდენტზე
სუბიექტური, დაუბალანსებელი, ტენდენციური - ეს შეფასებები ისმოდა დღეს პრეზიდენტის მისამართით ქართული ოცნებიდან. მმართველი გუნდი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ერთმა ფრაზამ გააღიაზიანა. "გრცხვენოდეთ" - ამ ფორმით მიმართვა სალომე ზურაბიშვილისგან ხელისუფლებამ ვერ აიტანა და კონტრშეტევაზე გადავიდა.
"ოცნების" პირველი პირები პრეზიდენტს სახელმწიფო ინსტიტუტის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.
პოლიტიკურად ანგაჟირებული - ეს იყო კიდევ შეფასება" ქართული ოცნებიდა"ნ, რომელიც ზურაბიშვილმა პრაქტიკულად ძალადობის წაქეზებაში ამხილა.
დღეს მმართველმა გუნდმა ღიად მიანიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაური ხშირად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის და ხელისუფლების კრიტიკის მოსმენა მას უკვე პირადად მოუწევს საკანონმდებლო ორგანოში.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.