საზოგადოების ომით დაშინების კამპანია ახალ მასშტაბზე გადის - "Black Sea Arena"-ზე დაანონსებული ვარსკვლავთცვენა, როგორც ჩანს, არ შედგება
საზოგადოების ომით დაშინების კამპანია ახალ მასშტაბზე გადის. ღარიბაშვილის დაპირება, რომ "ბლექსი არენა" მსოფლიო დონის ვარკვლავებს მიიღებდა, აუხდენელ ოცნებად იქცა. საკონცერტო კომპლექსის ოფიციალურ ვებ გვერდზე დაპირებული მასშტაბური ერთი ღონისძიების ანონსიც კი არ იძებნება.
წულუკიანი ამტკიცებს, რომ მსოფლიო დონის შემსრულებლები საქართველოში ომის რისკს ხედავენ და ამიტომ არ ჩამოდიან.
წულუკიანი ტყუილში ბლექსი არენას ხელმძღვანელმა ამხილა. არსებობს ორი ვერსია. კულტურის მინისტრი ან საზოგადოების დაშინების კამპანიას განახლებული ძალებით აგრძელებს, ან ღარიბაშვილის ჩავარდნილი პროექტის გამართლებას ცდილობს. არადა პრემიერი რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ბლქესი არენა ქვეყნის სავიზიტო ბარათი უნდა გამხდარიყო, სადაც უამრავი არტისტი ჩამოვიდოდა და ამაში სახელწმიფო 70 მილიონს დახარაჯავდა.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.