თაკო ჩარკვიანი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის "ფეიკ" პარტიაში მელია და დეკანოიძე მიდიან
"კანონი და სამართლის" ლიდერი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ექსპრემიერის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის. თაკო ჩარკვიანი ირწმუნება, რომ ახალ პარტიაში ნიკა მელია და ხატია დეკონიძე მიდიან.
ჩარკვიანის ამ განცხადებას მელიას და დეკანოიძის უმწვავესი პასუხი მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯოდმარემ ჩარკვიანი პრაქტიკულად დაკვეტით პოლიტიკური განცხადბები გაკეტებაში დაადანაშაულა.
ჩემი ინფორმაციით, ის აპირებს ახალი, მომიტევეთ ამ სიტყვისთვის, ფეიკ პარტიის გაკეთებას. ჩემთვის ფეიკია პარტია, იმიტომ, რომ სქემა, რომელიც ჩენ ვნახეთ, ეს ჩეულებრივად კორუფციული სქემაა. ეს არის ჩვენ რასაც ვებრძით, ეს არის სახელმწიფო მაფიური ოლიგარქიული კორუფციული სქემა. ყოფილი ნაცი პრემიერის გამო 240 მნლ დოლარს ჩუქნის. საქართველოს ბანკზეა, ხალხო, ლაპარაკი. ძალიან ინფანტლურები უნდა ვიყოთ, რომ მივხვდეთ, რომ ყოფილ ნაცპრემიერს ჩუქნის. რომ ჩუქნის, მერე იმიტომ სთხოვს პარტიის გაკეთებას, იმიტომ, რომ უკვე ვალდებულებაა მის წინაშე. ამიტომ ეს ძალაუნებურად გაფიქრებინებს, რომ სახელმწიფომ ზუსტად ამიტომ აჩუქა, ეს არის ამ კაცის სტილი, ბიძინა ივანიშვილის, ჯერ სქემაში უნდა გააბას ადამიანები... მე არ დასახელე არც გუშინ და დღეს დილითაც თავს ვიკავებ სხვა რამდენიმე ადამიანზე, რომლებზეც ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მათთან მოლაპარაკება უკვე წარმოებდა, მაგრამ არ ვიცი მათი პასუხი და ამიტომ თავს შევიკავებ. რაც შეეხება ნიკა მელიას და ხატიამ უარყო და ჩემი ინფორმაციით, ხატიას თანხმობაც იყო გუშინ, ამიტომ აქედან შევედავები, კი, ბატონო, უარყოს, არ არის პრობლემა, - თქვა ჩარკვიანმა.