რუსული გავლენები საქართველოში - ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოპოზიციას ხვდებიან

29.03.23 11:14
რუსული გავლენები საქართველოში - ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოპოზიციას ხვდებიან

საგანგებო შეხვედრა პარლამენტში - ამ წუთებში ოპოზიციას ევროპის საბჭოს მონიტოგინგის კომიტეტის წევრები ხვდებიან. დასავლელი პარტნიორებს  ოპიზიციამ ინფორმაცია რუსულ კანონზე, პირობების ჩაგდებასა და სააკაშვილზე მიაწოდა.

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან, მანამდე  კი ევროპის საბჭოს მონიტოგინგის კომიტეტის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" წევრეს შეხვდნენ. 

ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ უმთავრესი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, მიხეილ სააკაშვილის სამკურნადლო გადაყვანას ეხებოდა. 

პრეზიდენტ საააკაშვილის საკითხი იყო უმთავრესი თემა. ძალიან ცხადად ესმით ჩვენს პარტნიორებს, რომ აუცილებელია, რომ აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი გამოსავალი მდგომარეობს მის გადაყვანაში სამედიცინო საფუძვლით, იმიტომ, რომ ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს არის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საკითხი და მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ საპარლამენტო ასამბლეისთის უმთვარეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა და სსიცოცხლე, - ამბობს თიკა ბოკუჩავა. 

 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი კი ამბობს, რომ უცხოური დელეგაცია თბილისში ბოლო დროს განვიტარებული მოვლენებით შოკირებულია. 

„შოკისმომგვრელია“, - ასეთი იყო ტერმინი, მათთვის, რაც ხდება საქართელოს პარლამენტის შიგნით. ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის, ფაქტობრივად, ბრძოლა წესების გარეშე და ვფიქრობ, რომ არავისთვის ეს არ არის სასარგებლო და მეორე, კიტხვაც კი არ აქვთ 12 პუნქტზე. მათ იციან,რა არის გასაკეთებელი - გაკეთებელი არაფერი არ არის. ეს არის რეალობა, რაც ხდება, - ამბობს გიროგი ვაშაძე.  

მას შემდეგ, რაც  ევროპის საბჭოს მონიტოგინგის კომიტეტის წევრები ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს დაასრულებენ, ისინი "ქართულ ოცნებასაც" შეხვდებიან. შეხვედრას დაესწრება მმართველი პარტიის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძეც. 

მსგავსი სიახლეები