"ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ არის - ირაკლი კუპრაძე
"ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ არის, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა.
ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ ახლა საზოგადოების დაკვეთა ალტერნატიული ოპოზიციური ძალების გაძლიერებაა.
"ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე არის ყველაზე დიდი პარტია, მაგრამ ის აღარ არის მთავარი ოპოზიციური ძალა... ჩვენი მიზანია, სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას და ველაპარაკოთ ალტერნატივაზე, - თქვა კუპრაძემ.