რუსი უფლებადამცველი დარიანა გრიაზნოვა საქართველოში არ შემოუშვეს
რუსი უფლებადამცველი დარიანა გრიაზნოვა საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას რუსული „ბი ბი სი“ გრიაზნოვას პარტნიორის, „პირველი განყოფილების“ ადვოკატის ევგენი სმირნოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსი უფლებადამცველი სტამბულიდან საქართველოში ბრუნდებოდა, სადაც ის 2021 წლის მაისიდან ცხოვრობს.
გრიაზნოვას თან ჰქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ საკითხებში სპეციალური მომხსენებლის მერი ლოულორის წერილი, რომელშიც ის გრიაზნოვას საქართველოშ შეშვებას სთხოვდა.
წერილში ნათქვამი იყო, რომ გრიაზნოვა სასამართლო საქმეებს აწარმოებს, როლებშიც განსაკუთრებული ყურადღება ქალების უფლებებს და დისკრიმონაციის საკითხებს ეთმობა. დოკუმენტში ასევე ეწერა, რომ გრიაზნოვა ადამიანის უფლებებსი დაცვის ევროპულ ცენტრში იურსკონსულტად მუშაობს და ასევე დასაქმებულია არასამტავრობო ორგანიზაცია Equality Now-ში, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს.
მესაზღვრეებს რუსი უფლებდამცველისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარი არ განუმარტავთ. სმირნოვი იუწყება, რომ გრიაზნოვა უკან, სტამბულში გააფრინეს.