ჭორების გავრცელება "კგბ"-ს მეთოდებით - ნიკა მელიას პასუხი თაკო ჩარკვიანს
თაკო ჩარკვიანის ბრალდებებს ენმ-ს ყოფილის თავმჯდომარე სიცრუეს უწოდებს. ნიკა მელია "კანონი და სამართლის" ლიდერს "კაგებეს" მეთოდები ტყუილების ტირაჟირენაში ადანაშაულებს და წერს, რომ ქვეყანას მომავალი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად დასმა დასრულდება.
თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაბრია ვითომცდა ჩემს სამომავლო გეგმებზე. ვისაც ის ახმოვანებს, უკვე წელიწადზე მეტია ადვილი გამოსაცნობია. დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის დავალებით ნიკა გილაურის თავმდჯომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.“ კაგებეს მეთოდებით ჭორების გამავრცელებლები“ - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამინებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ. ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე, - წერს ნიკა მელია.
თაკო ჩარკვიანმა გუშნ თქვა, რომ ნიკა მელია ა ხატია დეკანოიძე ივანიშვილის ახალ "ფეიკ" პარტიაში ერთიანდებიან.